top of page

მწვანე ბარათის  ლატარია “ GREEN CARD LOTTERY ‘’

ამერიკაში  ლეგალურად  ცხოვრების და მუშაობის შანსი !

მწვანე ბარათის რეგისტრაცია
მწვანე ბარათის რეგისტრაცია

აშშ-ში ცხოვრება და მუშაობა ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა. ამ ოცნების ასრულებისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას, რომელიც მწვანე ბარათის გათამაშების სახელითაა ცნობილი. პროგრამის მიზანია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც აშშ-ში

ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს. აპლიკანტები, რომლებიც ამ პროგრამით შეირჩევიან, კვალიფიკაციისათვის

უნდა აკმაყოფილებდნენ მარტივ, მაგრამ მტკიცე მოთხოვნებს. სახელმწიფო დეპარტამენტი გამარჯვებულებს

კომპიუტერის დახმარებით, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს.

 

მოთხოვნები განმცხადებლებისათვის:

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც შეუსრულდა 18 წელი, განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა, ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია - ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

(აშშ-ის შრომის დეპარტამენტის “O*Net OnLine” მონაცემათა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო გამოცდილების დადგენა.) ასევე დაგჭირდებათ ფოტო სურათი  (რომლის გადაღება ჩვენთან შეგიძლიათ ) ,

თუ დაოჯახებული ხართ დაგჭირდებათ მეუღლის და 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილების სარეგიტრსაციო მონაცემები და  ფოტოსურათები (მიუხედავად იმისა ისინი იღებენ თუ არა დამოუკიდებლად მონაწილეობას მწვანე ბარათის  გათამაშებაში).

სარეგისტრაციო პერიოდი:

ლევანდელი  მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციისათვის აპლიკაციები უნდა შეივსოს ელექტრონულად 2024

წლის 2 ოქტომბრის 20:00 საათიდან (თბილისის დროით) 2024 წლის 5 ნოემბრის 20:00 საათამდე (თბილისის დროით). განმცხადებლებს ვურჩევთ, განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შემოიტანონ, რადგან

სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო სისტემის მუშაობა შესაძლოა, საგრძნობლად შენელდეს. დაგვიანებული ან არაელექტრონულად შევსებული აპლიკაციები არ მიიღება. კანონონმდებლობის თანახმად,

თითოეულ განმცხადებელს შეუძლია, შემოიტანოს მხოლოდ ერთი განაცხადი ყოველი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში. განმცხადებლები, რომლებსაც შემოტანილი ექნებათ ერთზე მეტი განაცხადი, ექვემდებარებიან

ავტომატურ დისკვალიფიკაციას.

 

განმცხადებლების შერჩევის  პრინციპი:

კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით. 2026 წლის პროგრამის შედეგების გასაგებად უნდა შეხვიდეთ ელქტრონული პროგრამის ვებგვერდზე dvprogram.state.gov და თქვენთვის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური ნომრის საშუალებით შეიტყოთ ხართ თუ არა შერჩეულთა შორის. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 8 მაისიდან, 2026 წლის 30 სექტემბრამდე.

 

გამარჯვების შემთხვევაში , საჭიროა კიდევ დამატებით გაიაროთ ორი ეტაპი, პირველი ეტაპი არის სააპლიკაციო

ფორმების შევსება და გადაგზავნა საემიგრაციო სამსახურში. მეორე ეტაპი - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და

აშშ-ს საკონსულოში გასაუბრების დღის ორგანიზება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა გაემგზავროთ აშშ-ში.

 

ციფრული ფოტოსურათის გადაღება მწვანე ბარათისთვის:

განაცხადის შევსებისას შეგიძლიათ ატვირთოთ ახალი ციფრული ფოტო ან დაასკანეროთ შედარებით ახალი (გადაღებული

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში) ფოტო სპეციალური, ციფრული სკანერით. წარმოდგენილი ციფრული ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს იმავე კომპოზიციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს რასაც აშშ-ის ვიზის ფოტო.

არ წარადგინოთ ექვს თვეზე ძველი ფოტო ან ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ

მოთხოვნებს. იმავე ფოტოს ატვირთვა, რაც გასული წლის განაცხადში ატვირთეთ, ან დამუშავებული ფოტოსა თუ

სტანდარტებთან შეუსაბამო ფოტო გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

(მწვანე ბარათის ფოტს -სპეციფიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეგიძლათ  გაეცნოთ  ჩვენს ბლოგში 
 

ჩვენ შეგვიძლია  დაგეხმარებათ ყველა ეტაპის სწორად გავლაში, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს ამის  თქმის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ: პირველ ეტაპზე გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად შეძლებთ მწვანე ბარათის მოპოვებას. მაგრამ სწორედ მომზადებული საბუთები და შევსებული განცახდის ფომები წარმატების წინაპირობაა.

 

მწვანე ბარათის განაცხადის შევსება  ერთ ადამიანზე 30 ლარია .

ოჯახის შემთხვევაში მეუღლის და 21 წლამდე შვილების რეგისტრაციის საფასურია 60 ლარი, 

ჩვენთან შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში დისტანციურად. 

''ვიზასერვისი''

რეგისტრაციისთვის და კონსულტაციის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 577 69 41 69 ( WHATSAPP)

მოიწერეთ იმეილზე : vservice.ge@gmail.com

​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page