აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების სავიზო პროცესში ცვლილებაა!
- ვიზა სერვისი . Visaservice

- Nov 21, 2025
- 1 min read
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2025 წლის 6 სექტემბერს, აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების სავიზო პროცესში ცვლილება შეიტანა. ყამიერიდან, ყველა აპლიკანტი სავიზო ინტერვიუს ჩანიშვნას შეძლებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეა ან, რომლის რეზიდენტობასა ფლობს.
მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრების ჩანიშვნა სხვა ქვეყანაში რეზიდენტობის საფუძველზე ხდება, განმცხადებელმა რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. განმცხადებელი, რომელიც ისეთ ქვეყანაში დარეგისტრირდება, რომლის მოქალაქეობასა და რეზიდენტობას არ ფლობს, მისი განაცხადი არ დადასტურდება და სავიზო მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
ეს წესები არ ვრცელდება დიპლომატიურ და ოფიციალურ ვიზებზე (A, G, NATO და სხვ.), ასევე არსებობს იშვიათი გამონაკლისები ჰუმანიტარული, სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევებისა თუ საგარეო პოლიტიკის საფუძველზე.


Comments