top of page

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

  • Writer: ვიზა სერვისი  .  Visaservice
    ვიზა სერვისი . Visaservice
  • Sep 14, 2023
  • 1 min read

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს / China Southern will serve Tbilisi - Urumqi - Tbilisi daily flights

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს.

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2023 წლის იანვრიდან განაახლა.


წყარო link

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

Comments


​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page