top of page

აპრილიდან თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით „ტრანსავია“ იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს ნიდერლანდური ბიუჯეტური ავიაკომპანია, „ტრანსავია“ (Transavia), იუწყება აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“.

კომპანიის განცხადების თანახმად, ავიაკომპანია, რომელიც ნიდერლანდების ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია, საქართველოში ოპერირებას დაიწყებს 2024-ის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე და იფრენს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის რეისზე – 20 აპრილიდან, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს.

კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოდის, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.


აპრილიდან თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით „ტრანსავია“ იფრენს



Comments


​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page