top of page

რატომ აღარ აფიქსირებნ აშშ-ს აეროპორტებში შესვლა-გასვლის შტამპს?


აშშ-ს აეროპორტებში შესვლა

ვინც ბოლო პერიოდში შეერთებულ შტატებში არასაიმიგრაციო ვიზით იმოგზაურეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტით შესვლისას ამერიკის სასაზღვრო დაცვამ პასპორტში არც რაიმე სახის ქაღალდი ჩაგიკრათ და არც შტამპი ჩაგირტყათ.

ქაღალდების ელიმინაცია უფრო დიდი ხნის წინ მოხდა, შტამპების კი სულ ორი-სამი თვის წინ.

ვიზიტორთა შესვლა-გასვლის ავტომატიზაციის მიზნით საპილოტე პროგრამა ამერიკის აეროპორტებში რამდენიმე წლის წინ დაიწყეს.

ქვეყანაში შესვლა-გასვლის დოკუმენტს I-94 ეწოდება.

პასპორტში შტამპზე ან მასში ჩაკრულ ქაღალდზე დატანილი ინფორმაცია ძირითადად შეიცავდა დოკუმენტის ნომერს, პიროვნევნების საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, ვიზის ტიპს, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის პერიოდის ამსახველ ინფორმაციას და ა.შ.

I-94 ფიზიკური ფორმით ამოღებამ საზღვრის კვეთის დროს ბევრში დაბნეულობა გამოიწვია.

ზოგს პირიქით სხვადასხვა მიზნით სურდა, რომ პასპორტში ჰქონოდა შტატებში მოგზაურობის თარიღების ამსახველი ინფორმაცია ვიზასთან ერთად, მაგრამ წესი წესია და სხვა გზა არ არსებობს.

სამაგიეროდ თქვენი ბოლო i-94 შეგიძლიათ ონლაინ საიტზე მოიძიოთ საკმაოდ მარტივად, თუ ხელთა გაქვთ ის პასპორტი, რომლითაც საზღვარი კანონიერად გადაკვეთეთ და აშშ-ში საჰაერო ტრანსპორტით იმგზავრეთ.

ასევე საიტზე შესაძლებელია ბოლო წლებში თქვენი ვიზიტის თარიღების და პერიოდების ნახვა. თუმცა სისტემა ჯერ დახვეწილი არ გახლავთ და ეს უკანასკნელი ხშირად არააკურატულად ასახავს ქვეყანაში შესვლის თუ გასვლის ინფორმაციას.

ოფიციალური საიტის მისამართია: https://i94.cbp.dhs.gov

სისტემა ჯერ ხარვეზებით მუშაობს, არის შემთხვევები, როდესაც I-94 ფორმაში არასწორი ვიზის ტიპია-ხოლმე მითითებული, რასაც რიგ შემთხვევაში პრობლემები შეუქმნია გარკვეული კატეგორიის ვიზით შემსვლელთათვის, როგორიც არის ვთქვათ სამუშაო ვიზები, მაგრამ მათ მაგივრად ვიზიტორის ვიზის კოდი ყოფილა მითითებული.

ჩვენი რჩევა იქნება ქვეყნის საზღვრის კვეთისას სანამ აეროპორტში საზღვარს დატოვებთ და ქვეყანაში შეხვალთ, როგორც კი სასაზღვრო კონტროლს გაივლით, ონლაინ სისტემაში შეამოწმოთ თქვენი I-94 და მასზე დატანილი ინფორმაციის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ადგილზე მიმართოთ საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურს (CUSTOMS AND BORDER PROTECTION - CBP), რომელიც სავარაუდოდ ინფორმაციას მალევე ჩაასწორებს. ან თუ შესვლის შემდეგ გადაამოწმეთ და მოკლე ვიზიტით იმყოფებით ქვეყანაში, შეგიძლიათ ქვეყნიდან გასვლის დროს გაიაროთ იგივე პროცედურა.



49 views0 comments

Commentaires


bottom of page