საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა - ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა.
უვიზო მიმოსვლის რეჯიმის წესებს თანდათან ფეხს ვუწყობთ, თუმცა, მაინც ჩნდება ხოლმე გარკვეული კითხვები. გადავხედოთ ვიზალიბერალიზაციის ძირითად საკითხებს.
ქვეყნები, სადაც უვიზოდ მიმოსვლა შეგვიძლია:
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას ( გამონაკლისს წარმოადგენს ირლანდია და დიდი ბრიტანეთი (ეს უკანასკნელი, ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის წევრიც აღარაა, როგორც ვიცით) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანასთან.
1. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც უვიზო მიმოსვლაა:
2. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, სადაც უვიზო მიმოსვლაა:
3. უვიზო მიმოსვლა არ ეხება:
უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა:
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:
ტურისტული მოგზაურობა;
ოჯახის წევრების / ნათესავების / ახლობლების მონახულება;
საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა;
მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ ოპერაცია.
რა დოკუმენტებია საჭირო უვიზოდ მოგზაურობისათვის:
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბი-ომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ, 6 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში მოგზაურობისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები:
დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება (მაგ.: ნაღდი ფული ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი – სასტუმროს ხარჯის გარდა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა)
2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შვიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.
コメント