1)რამდენი საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პროგრამისას რეგიონისა და ქვეყნების მიხედვით?
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური ყოველწლიურად განსაზღვრავს ლიმიტებს რეგიონების მიხედვით. ეს ლიმიტები განისაზღვრება იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის 203 (c) ნაწილის შესაბამისად. ვიზების რაოდენობა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი საბოლოოდ თითოეული ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემს დამოკიდებული იქნება დადგენილ რეგიონულ ლიმიტებზე, თითოეული ქვეყნიდან შესული განცხადებების რაოდენობაზე და შერჩეულიდან რამდენი აპლიკანტი იქნება კვალიფიციური ვიზისათვის.ხელმისაწვდომი ვიზების სრული რაოდენობის 7%-ზე მეტი არცერთ ქვეყანას არ მიეკუთვნება.
2)არსებობს თუ არა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი საიმიგრაციო ვიზის პროგრამაში მონაწილეთათვის?
მინიმალური ზღვარი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის არ არსებობს. მაგრამ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების გამო, 18 წლამდე განმცხადებლების უმრავლესობა დისკვალიფიცირებული იქნება.
3)ვიმყოფები შეერთებულ შტატებში. შემიძლია პროგრამაში მონაწილეობა?
დიახ, განმცხადებელი შეიძლება იმყოფებოდეს აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში და შესაბამისად განცხადება შეუძლია გამოაგზავნოს აშშ-დანაც და სხვა ნებისმიერი ქვეყნიდანაც.
4)შეიძლება, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ცალ-ცალკე შევავსოთ განაცხადი?
დიახ, მეუღლეებს აქვთ ცალ-ცალკე განაცხადების წარმოდგენის უფლება, თუ თითოეული აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს. ერთ-ერთი მეუღლის შერჩევის შემთხვევაში, მეორე მეუღლეს ეკუთვნის მეორე კატეგორიის საიმიგრაციო სტატუსი.
5)მე უკვე დარეგისტრირებული ვარ სხვა ტიპის საიმიგრაციო ვიზაზე. მაქვს უფლება, რომ მივიღო მონაწილეობა პროგრამაში?
დიახ.
6)რამდენი ვიზა გაიცემა DV-პროგრამის ფარგლებში?
კანონის შესაბამისად, უფლებამოსილი მონაწილე პირებისათვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 55,000 ვიზა.
Comentarios