top of page

19დეკემბრიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები, ქუთაისისდანაც შეასრულდება.


19დეკემბრიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები,  ქუთაისისდანაც შეასრულდება

19 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

Pegasus Airlines-ი დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბოლში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.

სტამბოლი არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება.

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-იბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus წარმატებით ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.

Kommentare


​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page