top of page
აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა (USA Visa)

რა არის აშშ-ს ვიზა?

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ში გამგზავრებისათვის აუცილებელია ვიზა, რომელიც იდება პასპორტში და გაიცემა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეზე.
საქართველოში აშშ-ს ვიზებს გასცემს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში.

 

რატომ ჩვენ?

ვიზასერვისი 2013 წლიდან ოპერირებს სავიზო სფეროში და უკვე წლებია ეხმარება ასობით აპლიკანტს სწორად და ეფექტურად გაიაროს აშშ-ს სავიზო პროცესი.

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის პრაქტიკული გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან — ჩვენ არ გპირდებით არარეალურ შედეგებს, არამედ გთავაზობთ სწორად დაგეგმილ პროცესს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენი განაცხადის წარმატების შანსს.

ჩვენი სერვისი

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სრული მხარდაჭერა ვიზის განაცხადის პროცესში:

  • პროფესიონალური კონსულტაცია სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით

  • DS-160 განაცხადის ფორმის სრულყოფილი შევსება

  • გასაუბრების ჩანიშვნა საკონსულოში

  • დოკუმენტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში თარგმნა

  • ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს ჯავშანი და სხვა)

📍 მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილი N1
📞 ტელეფონი: 577 69 41 69
📧 ელ-ფოსტა: vservice.ge@gmail.com

რა პროცედურებია საჭირო?

აშშ-ს ვიზაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე ჩვენი დახმარებით.ჩვენი ჩართულობით პროცესი ხდება ბევრად მარტივი — თქვენ თავიდან აიცილებთ ტექნიკურ შეცდომებს და ზუსტად გეცოდინებათ, რა უნდა წარადგინოთ საკონსულოში.ვიზის მიღებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსთან.

ძირითადად საჭირო დოკუმენტები:

  • მოქმედი პასპორტი (+ ძველი პასპორტები, თუ გაქვთ)

  • ცნობა სამუშაო ადგილიდან / ბიზნესის შემთხვევაში – ამონაწერი რეესტრიდან

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი

  • დანაზოგის არსებობის დამადასტურებელი ცნობა (სასურველია)

  • ქორწინების მოწმობა (თუ დაოჯახებული ხართ)

  • შვილების დაბადების მოწმობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის ქვითარი

⚠️გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს სავიზო კონსულტანტთან

 

რა ღირს  ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

  • საქმიანი/ტურისტული B1 B2 , ასევე სასწავლო  (F1 )ვიზის მოსაკრებლი ამჟამად არის185  დოლარი.

  • ჩვენი მომსახურების საფასური: 250 ლარი (ერთ აპლიკანტზე)

 

ვიზის მიღების შანსები

წინასწარ რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების ას პროცენტიანი შანსი აპლიკანტს. თუმცა ეს ცალსახადაა დამოკიდეული თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად არის განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა. ვიზასერვისი დახმარები შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი შესაძლებლობების იდენტიფიცირება კონსულთან, რაც ცალსახად ზრის ვიზის მიღების შანსს.

 

​ვიზასერვისი ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

ვიზის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონსული.

ჩვენ არ ვაძლევთ გარანტიას, თუმცა უზრუნველვყოფთ:
✔ სწორად შევსებულ განაცხადს
✔ გამართულ დოკუმენტაციას
✔ სწორ სტრატეგიას გასაუბრებისთვის

რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების ალბათობას.

რა დრო სჭირდება აშშ-ს ვიზის გაცემას საკონსულოს მიერ?

ვიზის მიღების ვადები დამოკიდებულია საკონსულოში არსებულ რიგებზე.
უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილება ცნობილია გასაუბრების დღესვე
.

თუ გსურთ აშშ-ს ვიზაზე განაცხადის გაკეთება სწორად და მშვიდად:

📞 577 69 41 69

  • Facebook

​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page