საქართველოში პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 ივნისიდან იცვლება პოლონეთის ეროვნული ვიზის (D ტიპის ვიზა) განაცხადის მიღებისა და განხილვის მოსაკრებლის, ასევე პოლონეთის ეროვნული ვიზის განაცხადის ხელმეორედ განხილვის მოსაკრებლის ოდენობა. 2024 წლის 1 ივნისიდან მოსაკრებელი შეადგენს 135 ევროს.(80 ევროს ნაცვლად)
უცვლელი რჩება შენგენის ვიზაზე (C ტიპის ვიზა) განაცხადის მიღებისა და განხილვის მოსაკრებლის, ასევე შენგენის ვიზის განაცხადის ხელმეორედ განხილვის მოსაკრებლის ოდენობა.

Comments