top of page

სიახლე ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის!

  • Writer: ვიზა სერვისი  .  Visaservice
    ვიზა სერვისი . Visaservice
  • Dec 28, 2024
  • 1 min read

Updated: Mar 22


სიახლე ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის!

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან, იცვლება ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლის წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ისრაელთან უვიზო რეჟიმით.

ისრაელში შემოსასვლელად, საჭირო იქნება გამოფრენამდე მინიმუმ 72 საათით ადრე ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარი ავტორიზაციის მიღება

მოქალაქეები, რომლებიც შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელში გამომგზავრების ავტორიზაციას ორ წლამდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე შეიცვლის გვარს/სახელს ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაცია უნდა მიიღოთ ახლიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავტორიზაცია არ წარმოადგენს საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს მოუწევს გასაუბრების გავლა საზღვრის დაცვის ოფიცერთან.

პირველ იანვრამდე, აპლიკაციის შევსება არის ნებაყოფლობითი და უფასო. პირველი იანვრიდან პროცედურა გახდება სავალდებულო და მისი საფასური იქნება 25 შეკელი.


გისურვებთ წარმატებებს!



コメント


​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page