აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების სავიზო პროცესში ცვლილებაა!
- ვიზა სერვისი . Visaservice

- Sep 3
- 1 min read

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის 6 სექტემბერს აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების პროცესში ცვლილება შეიტანა. ამიერიდან, ყველა აპლიკანტი სავიზო ინტერვიუს ჩანიშვნას შეძლებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეა ან რეზიდენტია.
მათივე ცნობით, თუ გასაუბრების ჩანიშვნა ხდება სხვა ქვეყანაში რეზიდენტობის საფუძველზე, განმცხადებელმა რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დარეგისტრირდება ისეთ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობა ან რეზიდენტობა არ აქვს, მისი განაცხადი არ დადასტურდება და სავიზო მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
ეს წესები არ ვრცელდება დიპლომატიურ და ოფიციალურ ვიზებზე (A, G, NATO და სხვ.), ასევე არსებობს იშვიათი გამონაკლისები ჰუმანიტარული, სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევებისა და საგარეო პოლიტიკის საფუძველზე.




Comments