top of page

შენგენის ზონაში შესვლის ციფრული რეგისტრაცია (EES)

  • Writer: ვიზა სერვისი  .  Visaservice
    ვიზა სერვისი . Visaservice
  • Sep 30
  • 1 min read

შენგენის ზონაში შესვლის ციფრული რეგისტრაცია (EES)

2025 წლის 12 ოქტომბრიდან ევროპის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ამოქმედდება შესვლის/გასვლის სისტემა (EES Entry/Exit System).

შენგენის ზონაში როგორც შემოსვლის, ასევე გასვლის შემთხვევაში იმოქმედებს შესვლის/გასვლის სისტემა (EES).

EES არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც შექმნილია მოკლევადიანი ვიზიტით (მაქსიმუმ 90 დღე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში) მოგზაურთა რეგისტრაციისთვის.

ახალი რეგულაცია ეხება პირებს (საქართველოს მოქალაქეებს), რომლებსაც სურთ შენგენის ზონაში შესვლა მოკლევადიანი ვიზიტით (მაქსიმუმ 90 დღე 180 დღის განმავლობაში). აღნიშნული ცვლილება არ ეხება ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური სივრცისა და შვეიცარიის მოქალაქეებს. თავად მგზავრებს არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება. ცვლილება მხოლოდ სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში არსებულ პროცედურებზე ვრცელდება:

ქვეყანაში შესვლისას მოხდება სახისა და თითის ანაბეჭდების შედარება. პასპორტში აღარ იქნება დასმული შტამპი. ქვეყანში შესვლა და ქვეყნიდან გასვლა ციფრულად იქნება დამახსოვრებული ევროკავშირის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად. გარკვეულ აეროპორტებში მგზავრებს დახვდება თვითმომსახურების ტერმინალები პროცესის დაჩქარების მიზნით. 


რეგისტრაციის პროცესს შეიძლება დამატებითი დრო დასჭირდეს პასპორტის კონტროლზე. ამიტომ გირჩევთ, რომ აეროპორტში მიხვიდეთ საკმარისად ადრე, რათა უზრუნველყოთ საკმარისი დრო რეგისტრაციისთვის, უსაფრთხოების შემოწმებისთვის და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებისთვის.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://travel-europe.europa.eu

Comments


​ვიზასერვისი

ივ. ჯავახიშვილის ქ. 1

თბილისი, საქართველო

+995 577 69 41 69

vservice.ge@gmail.com

  • Whatsapp
  • Facebook

2021 ©  ყველა უფლება დაცულია

bottom of page