top of page

ყველაფერი, რაც მწვანე ბარათის (Green Card) ლატარიის შესახებ უნდა იცოდეთ!


ყველაფერი, რაც მწვანე ბარათის (Green Card) ლატარიის შესახებ უნდა იცოდეთ

  • რა არის მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანე ბარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს. მოქალაქეობის მოპოვება უფრო რთული პროცესია, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

  • რატომ ტარდება მწვანე ბარათის გათამაშება და ვინ ატარებს მას?

ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.

ყოველწლიურად ამ ლატარიით 55 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.

  • როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა?

გრინ ქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია. საკმარისია, იცოდეთ ელემენტარული ინგლისური, რათა შეავსოთ გათამაშების ოფიციალური ფორმა.

ფორმა ივსება მხოლოდ და მხოლოდ (!) ერთ საიტზე და მისი მისამართია https://www.dvlottery.state.gov. ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი და მხოლოდ აქ შევსებულ ფორმაზე გაქვთ სრული გარანტია, რომ თქვენი მონაცემები გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.


  • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა აკმაყოფილებდეთ მხოლოდ ერთ პირობას ამ ორიდან:

1. გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა.

ან

2. გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში (პროფესიების და სფეროების ჩამონათვალი იხილეთ აქ).

გაითვალისწინეთ, რომ სკოლის დამთავრების ან სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები მონაწილეობის ფორმის შესავსებად საჭირო არ არის. ფორმის შევსებით თქვენ უბრალოდ ეთანხმებით, რომ ამ ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებთ. საბუთების წარდგენა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საჭირო.

  • როგორ შემიძლია გავზარდო მწვანე ბარათის მოგების შესაძლებლობა?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ოფიციალურად დაქორწინებული ხართ, თქვენ და თქვენმა მეუღლემ შეგიძლიათ შეავსოთ ორი სხვადასხვა მწვანე ბარათის აპლიკაცია - ერთი თქვენი, ხოლო მეორე მეუღლის სახელით. ამგვარად, თქვენ გეყოლებათ ორი უფლებამოსილი პირი, რომლებმაც შეიძლება გაიმარჯვონ მწვანე ბარათის გათამაშებაში. თუ რომელიმე თქვენგანი გახდება გათამაშების გამარჯვებული, მეორეს შეეძლება მოითხოვოს მწვანე ბარათი, როგორც კანონიერმა მეუღლემ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამისთვის ორივე უნდა აკმაყოფილებდეთ მწვანე ბარათის აპლიკანტის მოთხოვნებს, ისეთს როგორიცაა დასაქმება, განათლება და ა.შ.

  • როგორ გავიგებ, თუ გავიმარჯვე?

ყოველ წელს, მაისიდან ხელმისაწვდომი ხდება წინა წლის გათამაშების შედეგების შემოწმების ფუნქცია ოფიციალურ ვებსაიტზე. ანუ, თუ მონაწილეობას წლევანდელ, გათამაშებაში მიიღებთ, რომელიც 4 ნოემბრამდე გრძელდება, შედეგების ნახვა 2024 წლის 4 მაისიდან შეგეძლებათ.

ლატარიის საიტზე შესვლისას წინა წლის შედეგების შესამოწმებელი ფორმა დაგხვდებათ. შედეგის სანახავად საჭირო იქნება დასტურის ნომერი (Confirmation number), რომელიც ფორმის შევსების შემდეგ მიიღეთ, თქვენი გვარი და დაბადების წელი.

მოინიშნეთ ეს თარიღი და არ დაგავიწყდეთ თქვენი შედეგის შემოწმება. გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავად არ დაგიკავშირდებათ. თუ შედეგს არ შეამოწმებთ და, გამარჯვების შემთხვევაში, შემდგომ ინსტრუქციებს არ მიჰყვებით, მოგებულ გრინ ქარდს დაკარგავთ.

  • რა ხდება გამარჯვების შემდეგ, უკვე ჩემია მწვანე ბარათი?

გათამაშებაში გამარჯვება მწვანე ბარათის მიღების პროცესის მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, სახლის გაყიდვას და უფროსის ლანძღვით სამსახურიდან წამოსვლას ნუ იჩქარებთ.

გამარჯვებით თქვენ ღებულობთ მხოლოდ გარანტიას, რომ აშშ განიხილავს თქვენს მოთხოვნას იმიგრაციაზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებთ თუ არა მწვანე ბარათს, მხოლოდ საბუთების შეგროვების, გასაუბრების და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც გაგრძელდეს.

გამარჯვების შემდეგ საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებსაიტზე. ფორმაში კიდევ ერთხელ უთითებთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახის — მეუღლის და 21 წლამდე ასაკის შვილების მონაცემებს. ფორმის შევსების შემდეგ, აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ საბოლოო დასტურის გვერდი (Confirmation page). მის გარეშე გასაუბრებაზე არ დაიშვებით.

ფორმის შევსების შემდეგ მონაცემებს დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი (KCC) აშშ-ში და მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როცა უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.

  • რა ხდება საბოლოო გასაუბრებაზე?

თბილისში აშშ-ს საელჩოში საკონსულო ოფიცერს გაესაუბრებით, სადაც საბოლოოდ გარიკვევა, მიიღებთ თუ არა თქვენ და თქვენი ოჯახი (მეუღლე და შვილები 21 წლამდე) მწვანე ბარათებს.

გასაუბრების თარიღამდე აუცილებლად უნდა მოაგროვოთ საჭირო საბუთები. პირველ რიგში, იმ ორი აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ — საშუალო სკოლის სრული ატესტატი ან მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი მოწმობა. კვალიფიკაციის ამ ფორმით დადასტურება საჭიროა მხოლოდ გამარჯვებული პირისთვის, ოჯახის წევრებს ეს არ მოეთხოვებათ.

გარდა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთისა, დამატებით სხვა დოკუმენტების მოგროვებაც საჭიროა. მიმდინარე წლისთვის აუცილებელი საბუთების სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ გასაუბრებისთვის მზადება მაქსიმალურად ადრე უნდა დაიწყოთ.

გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, ადგილობრივი საელჩო შესაძლოა ითხოვდეს დამატებით მასალებს. აუცილებლად გადაამოწმეთ თბილისის საელჩოს მოთხოვნებიც იმავე გვერდზე. ამჟამინდელი მოთხოვნები თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოდან ამ ბმულზეა მოთავსებული და მათ შორისაა ცნობები ნასამართლეობის შესახებ, ჯანმრთელობის ცნობები და სხვა.


  • გავიარე გასაუბრება. დასრულდა ყველაფერი ?

თითქმის. გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, დაახლოებით 60 დღის ვადაში, თქვენ ფოსტით მიიღებთ ე.წ. სავიზო პაკეტს. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაკეტი არ გახსნათ! იგი უნდა გახსნას მხოლოდ აშშ-ს მესაზღვრემ ტერიტორიაზე პირველად შესვლისას. აშშ-ში პირველი გამგზავრება პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაგეგმოთ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისვე რჩევით, სანამ სავიზო პაკეტი თქვენს ხელში არ იქნება, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ნუ გაყიდით სახლს და იყიდით ავიაბილეთებს. დაელოდეთ, სანამ მიიღებთ ამ პაკეტს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ, რადგან არავინ იცის, რა პრობლემა შეიძლება გამოხტეს აშშ-ს მთავრობის ბიუროკრატიის ჯუნგლებში.

  • გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ში წასვლა აუცილებელია? სულ იქ უნდა ვიცხოვრო?

არა, აშშ-ში წასვლას არავინ გავალდებულებთ. თუმცა, ჩვენი რჩევა იქნება, თუ არ გსურთ ამერიკაში ცხოვრება, საერთოდ ნუ მიიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში და ნუ შეუმცირებთ შანსს მათ, ვისთვისაც გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.

მწვანე ბარათის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ აშშ-ში ცხოვრობდეთ წელიწადში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. დანარჩენ პერიოდში, შეგიძლიათ თავისუფლად იაროთ სხვა ქვეყნებში და გაჩერდეთ იქ არაუმეტეს დარჩენილი 6 თვისა.


  • მწვანე ბარათის მიღებისას საქართველოს მოქალაქეობას ვკარგავ?

მწვანე ბარათის მიღება არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობას, ასე რომ, გრინ ქარდის მიღებით საქართველოს მოქალაქის სტატუსს არაფერი ემუქრება.

მაგრამ, თუ თქვენ შეასრულებთ წინა კითხვის პასუხში აღწერილ პროცედურებს და მიიღებთ ამერიკის მოქალაქეობას, ამით გაუქმდება თქვენი, როგორც საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

საბედნიეროდ, არსებობს შანსი, მიიღოთ ორმაგი მოქალაქეობა და ერთდროულად იყოთ როგორც საქართველოს, ისე - აშშ-ს მოქალაქეც. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. შესაბამისად, პრეზიდენტის სახელზე გაკეთებული მიმართვით თქვენ შესაძლოა მიიღოთ ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი.

  • მართალია, რომ ჩასვლის შემდეგ აშშ-ს მთავრობა ფულს და სამსახურს გაძლევს?

ცხადია, არა. ეს ერთ-ერთი მითია. სიტუაცია თითქმის პირიქითაა — საელჩოში გასაუბრებაზე თქვენ აუცილებლად უნდა დაამტკიცოთ, რომ აშშ-ში ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა გაქვთ; რომ გყავთ სპონსორი ამერიკაში, ან უკვე ნაშოვნი გაქვთ სამსახური, ან გაქვთ საკმარისი დანაზოგი აშშ-ში ცხოვრების პირველი თვეებისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო თქვენ არ მოგცემთ ფულს ან გარანტირებულ სამსახურს. სანაცვლოდ თქვენ იღებთ თავისუფლებას, იცხოვროთ, იმუშაოთ და ისარგებლოთ თითქმის ყველა იმ უფლებით და უპირატესობით, რითაც შეერთებული შტატების მოქალაქეები სარგებლობენ

  • შემიძლია თუ არა ვიყიდო მწვანე ბარათი , ან მოგების შემთხვევაში გავყიდო?

მწვანე ბარათის მოგება მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტზე ვრცელდება, იგებ მხოლოდ შენ და შესაბამისად, მისი გაყიდვა ან გაჩუქება დაუშვებელია.

  • ამცირებს გრინ ქარდის ლატარიაში მონაწილეობა ტურისტული ვიზის მიღების შანსებს?

ეს კითხვა წლებია არსებობს , მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობა თქვენს შანსებზე არ ახდენს გავლენას , მიიღოთ სტანდარტული ტურისტული ან ბიზნეს-ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად.


ჩვენ შეგვიძლია დაგეხმარებათ ყველა ეტაპის სწორად გავლაში, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ: პირველ ეტაპზე გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად შეძლებთ მწვანე ბარათის მოპოვებას. მაგრამ სწორედ მომზადებული საბუთები და შევსებული განცახდის ფომები წარმატების წინაპირობაა.

მწვანე ბარათის განაცხადის შევსება ერთ ადამიანზე 30 ლარია .(საფასურში შედის ფოტოს გადღებაც)

ოჯახის შემთხვევაში მეუღლის და 21 წლამდე შვილების რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი,

ჩვენთან შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ოფისში, ან ონლაინ რეჟიმში დისტანციურად. (საფასურში შედის ფოტოს გადღებაც).

''ვიზასერვისი''

რეგისტრაციისთვის და კონსულტაციის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 577 69 41 69

მოიწერეთ იმეილზე : infovisaservice.ge@gmail.com

მისამართი :თბილისი,ივანე ჯავახიშვილის N 1.




85 views0 comments

Comentarios


bottom of page