
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი 2023 წლის 25 სექტემბერიდან აღარ გასცემს "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ცნობას“ რომელიც გათვალისწინებული იყო აშშ-ს საკონსულოში საემიგრაციო, ან მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგებულთა საქმეში წარსადგენ დოკუმენტად.
საბუთის დასამზადებლად მნიშვნელოვანია მიმართოთ შსს-ს მომსახურების სააგენტოს.
დოკუმენტის დასახელება იქნება შემდეგი:"გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა"
ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი.
1 სამუშაო დღეში: 50 ლარი.
• იმ შემთხვევაში,თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, ან მინდობილობა.
Comments