ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.
„ეს გადაწყვეტილება გაუმარტივებს ჩვენს თანამოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით, „- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე საქართველომ ცალმხრივად აამოქმედა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. შედეგად, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და მოგზაურობა შეუძლიათ 30 - დღის განმავლობაში.
コメント